ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საარჩევო სიაში მოსახვედრად 10 ოქტომბრის ჩათვლით საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა სურთ, თუმცა, საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, 10 ოქტომბრის ჩათვლით აღრიცხვაზე უნდა დადგნენ. აღნიშნულის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„არჩევნების დღემდე 21 დღით ადრე უნდა მოხდეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა. ეს 21 დღე კანონმდებლობით გათვალისწინებულია იმ საორგანიზაციო ხასიათის სამუშაოებზე, რაც დაკავშირებულია ცესკო-ში საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირების სიების გადმოგზავნასთან, რომ შემდეგ უკვე სიები გაიგზავნოს ადგილზე საარჩევნო უბნებში. პრაქტიკულად, 10 ოქტომბრის ჩათვლით მოხდება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა. მერეც შეუძლიათ რა თქმა უნდა, მოქალაქეებს დადგნენ აღრიცხვაზე, უბრალოდ, (ამომრჩეველთა) სიაში ვეღარ მოხვდებიან, თუ დათქმულ ვადას გადააცილებენ“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

მან დღევანდელ კომიტეტზე პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით სამშობლოში სახელმწიფოს დახმარებით 23 000 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა და ამდენივეს ადგილზე გაეწია დახმარება.

მისივე ინფორმაციით, დახმარების გაწევის პროცესში განისაზღვრა გარკვეული პრიორიტეტები, რომლებსაც პირველ რიგში გაეწიათ დახმარება, ასეთები იყვნენ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები, ორსულები, ხანდაზმულები და სტუდენტები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს