ვლადიმერ კონსტანტინიდი - სტამბოლში მოკლული საქართველოს მოქალაქის ცხედრის გადმოსვენება, დღეს გვიან ან ხვალ განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ცხედარს დღეს გვიან ღამით ან ხვალ გადმოასვენებენ.

როგორც კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყება მუშაობს.

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბულში, თავისივე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა. პირველადი მონაცემებით, მას ჰქონდა ძალადობის კვალი და მრავლობითი დაზიანებები. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს მოქალაქე. თუმცა, ჯერჯერობით ამის თაობაზე დაზუსტებული მონაცემები თურქეთს არ გამოუქვეყნებია. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია და აქტიურად ვმუშაობთ, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება. ეს დიდი ალბათობით, დღეს გვიან ან ხვალისთვის განხორციელდება", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

ცნობისთვის, თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციამ ქართველი ქალი საკუთრ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვა.მათივე ინფორმაციით, ქალს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის ნათესავებმა, რომელთა ვინაობას არ ამჟღავნებენ, სამართალდამცავებს აცნობეს, რომ ის 2 დღის განმავლობაში მათთან კონტაქტზე არ გადიოდა. ქალის საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლები და მედიკოსები გაგზავნეს, მაგრამ ადგილზე მისულებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს