გიორგი ვაშაძე - დებატები გახარიასთვის ტესტია: ან ღია ადამიანია, რომელსაც დებატების არ ეშინია, ან ჩვეულებრივი რუსული მენტალობის - მარტივი არჩევანია, ველოდები პასუხს

ეს არის ტესტი გახარიასთვის - ის ან არის ღია ადამიანი, რომელსაც არ ეშინია დებატების, როგორც ეს დასავლურ ცივილიზაციებშია, ან ის არის ჩვეულებრივი რუსული მენტალობის ადამიანი, კარგი კავშირები აქვს რუსეთთან, სადაც დებატები პუტინთან არასდროს ყოფილა - მარტივი არჩევანია , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ გიორგი გახარია „არ დაფრთხება და დებატების არ შეეშინდება“.

„ველოდები პასუხს ბატონი გახარიასგან. დაემალება ის ხალხთან საჯარო საუბარს და დებატებს პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატთან, თუ არ შეეშინდება და გამოვა და ვისაუბრებთ ყველა საკითხზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მაჟორიტარულ ოლქებში დებატებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარების გეგმაზე დებატებია.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვარ. ყველაზე მზარდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის. კვლევებში ოპოზიციური ამომრჩეველის უმრავლესობა სწორედ მე და ჩემს გუნდს გვიჭერს მხარს. ვართ კონკრეტული გეგმით და სტრატეგიით. მაჟორიტარულ ოლქებში დებატებზე გაცილებით მნიშვნელოვანია დებატები ქვეყნის განვითარების გეგმაზე, სტრატეგიაზე მსჯელობა და ამიტომ მე მაინტერესებს მისი პასუხები, რატომ არ შეასრულეს არცერთი დაპირება 8 წლის განმავლობაში. მე მაინტერესებს, ისევ აპირებენ რომ ხალხი მოატყუონ? რა იცვლება მასში?“,- განაცხდა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო