დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში კორონავირუსის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ ჭიჭინაძე უძღვებოდა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეების და დიასპორელების მდგომარეობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული დახმარებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მომხსენებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა სამინისტროს მიერ აღნიშნული კუთხით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა და დეპუტატებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სხდომაზე წარმოდგენილი იყო განხორციელებული ღონისძიებების კონკრეტული მონაცემები, სტატისტიკა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.

მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო პანდემიის კრიზისულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. ასევე ისაუბრა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების პირობებში, ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პანდემიის აფეთქების კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირების მიზნით პრემიერ-მინისტრთან შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან განისაზღვრა ორი ძირითადი ამოცანა: პირველი, მოქალაქეებზე ზრუნვა ადგილზე (უცხოეთში) მეორე, მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.

მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებული მონაცემებით სახელწმიფოს ჩართულობით, სამშობლოში დაბრუნდა 23 ათასი მოქალაქე და ამდენივეს ადგილზე გაეწია დახმარება. ვლადიმერ კონსტანტინიდმა განმარტა, რომ COVID-19 პანდემიის მოულოდნელი აფეთქების პირობებში, თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათთვის მყისიერი დახმარების აღმოჩენის პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწია ისეთი გადაწყვეტილებების და მიდგომების გამოყენება, რომელიც აქამდე საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობდა და გამომდინარეობდა მსოფლიოში შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი გახდა, არა მხოლოდ მოქალაქეთა რეპატრიაციის უზრუნველყოფა, არამედ სამშობლოში გამომგზავრებამდე მათი ადგილზე დახმარების უზრუნველყოფა, რაც მოიცავდა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათთვის საკვების/წყლის/მედიმაკმენტების და სხვა აუცილებელი საჭიროებების მიწოდებას, მათთვის სამედიცინო კონსულტაციების და სამედიცინო მომსახურების მიღების უზრუნველყოფას და სხვა. სახელმწიფომ თავიდანვე განსაზღვრა სპეციალური კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდათ შშმ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირებს, ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვნებს, არასრულწლოვნებს, ხანდაზმულებს (65 წელს მიღწეული), სტიპენდიის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს. 2020 წლის 18 ივლისის მონაცემებით პანდემიის კრიზისულ პერიოდში მგავსი სახის დახმარება მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 23,296 თანამემამულემ. მისივე განმარტებით აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად გამოყენებული იქნა სამინისტროს ხელთ არსებული ყველა რესურსი.

როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, მინისტრის მოადგილემ სხდომაზე მიმდინარე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევა COVID-19 პანდემიის კრიზისულ პერიოდში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების საჭიროებებზე რეაგირების და მათი დახმარების მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეხება და წარმოგვიდგენს, როგოც ეროვნულ დონეზე, ასევე უშუალოდ ბენეფიციართა უკუკავშირს გაწეული საქმიანობის საჭიროებასა და მიზანშეწონილობაზე. მისი განმარტებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „JPM Strategic Solutions" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევამ, გამკლავებოდნენ კორონავირუსს, მაღალი შეფასება მიიღო და მათ შორის დიდი მოწონება დაიმსახურა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეთა ადგილზე დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა