ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ გერმანული მედია კლინიკა „შარიტეზე“ დაყრდნობით იუწყება, სადაც ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოდან მკურნალობს.

კლინიკის ინფორმაციით, ნავალნი წარმატებით გაითიშა სუნთქვის აპარატიდან და მცირე ხნით საწოლიდან წამოდგომაც შეუძლია.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული.

რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა