პარტიამ ,,თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ახალი თავმჯდომარე და გამგეობის შემადგენლობა აირჩია

პარტიამ ,,თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ახალი თავმჯდომარე და გამგეობის ახალი შემადგენლობა მეექვსე რიგგარეშე ყრილობაზე აირჩია.

ყრილობაზე დამტკიცდა წესდების ახალი რედაქცია, დასახელდა პარტიული სიის პირველი ნომერი და წადგენილი იქნა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა შემადგენლობა თბილისსა და რეგიონებში.

პარტიის თავმჯდომარედ აირჩა პარტიის გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე.

პარტიის გამგეობის წევრებად წარდგენილი და არჩეული იქნა: ვახტან მჭედლიძე, თამარ კეკენაძე, დევი ტაბიძე და ემზარ კაკულია.

პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელდა პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე.

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკუთარი კანდიდატები ოთხ მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს, მათ შორის ორი თბილისში, ორი - რეგიონში.

თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

ვიტალი დარასელია - საბურთალოს საარჩევნო ოლქი

ედუარდ ელოშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი

რეგიონებში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:

დავით ჭუნიაშვილი - გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი

ვახტანგ მარტოლეკი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი.

პარტიის ყრილობა გახსნა პარტიის გამგეობის წევრმა ემზარ კაკულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა