ვახტანგ კალოიანი - კორონავირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის გზა არის ის, რაც აპრილში გავაკეთეთ - მოკლე კარანტინები ჯაჭვს ვერ გაწყვეტს, ეს არის ილუზია

"ევროპული საქართველოდან“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ექიმი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი საშუალება მოსახლეობის მობილობის შემცირებაა.

როგოც ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, კონკრეტული ადგილების ჩაკეტვა ხელშესახებ შედეგს ვერ მოგვცემს. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რაოდენობა და ხარისხი არასაკმარისია.

„ ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტას მოკლე კარანტინი არ ეყოფა. ჯაჭვის გაწყვეტის გზა არის ის, რაც აპრილში გავაკეთეთ. მოკლე კარანტინები ჯაჭვს ვერ გაწყვეტს, ეს არის ილუზია. ეს იქნება პოლიტიკური თამაშები, თუ ასე გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჯაჭვის წყვეტა.

ვირუსის გავრცელების ჯაჭვს გაწყვეტს მხოლოდ მობილობის 50%-ზე მეტით შემცირება, სხვა შემთხვევაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის დროებითი შემცირება გვექნება.

გამოსავალი არის სისტემური უსაფრთხოების ზომის გამოყენებაში, მის კარგ აღსრულებაში, ჯანდაცვის სისტემის ჰოსპიტალური სექტორის მუდმივ მომზადებაში და აღჭურვაში.

ჩვენ ისევ გვაქვს პრობლემა ადეკვატური რაოდენობის და ადეკვატური ხარისხის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების. არ არის ეს საკმარისი რაოდენობა რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანმა ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის სტატისტიკური მონაცემები, რაც ქვეყანაში გვაქვს საპანიკო არ არის.

„არამარტო აჭარაში, საქართველოში ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ინფიცირების მეტ და მეტ რაოდენობას. სავარაუდოდ, იმ დინამიკით, რაც დღეს გვაქვს 200-ს ფარგლებში იქნება ახალი შემთხვევების ციფრები. თუმცა, ამაში საპანიკო არაფერია, ყურადღება, რა თქმა უნდა, აცილებელია, მინიმალური მოთხოვნების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა კალოიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა