"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს " სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის წევრს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გიორგი ვაშაძემ როგორც PCR ასევე ანტისხეულებზე ტესტი ჩაიტარა, რომელთა პასუხებიც უარყოფითი იყო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ხვალიდან დაუბრუნდება.