პაატა იმნაძე - ვიდრე კორონავირუსი დედამიწაზეა, საქართველოში ვერ გააქრობ, ვიცხოვრებთ მასთან ერთად

კორონავირუსს ვერ გააქრობს ვერავინ, საქართველო დედამიწაზეა და ვიდრე დედამიწაზე იქნება, საქართველოშიც ვერ გააქრობ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად და დავიცვათ მარტივი წესები.

„მარტივი წესები დარჩა შესასრულებელი - ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა. რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა ვმართოთ სიტუაცია, მე მესმის, რომ ყველა ექსპერტი საქართველოშია - ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთის ექსპერტი იყო ყველა და ახლა ყველა ყველაფრის ექსპერტია, მათ შორის, კორონასი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, მსოფლიოში კრიტიკულად მიიჩნევა, თუ ჩატარებულ ტესტირებებში 5%-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა. იმნაძის თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებელი ახლა მიუახლოვდა 2%-ს.

„რაც შეეხება ტესტირებას, ხომ არ შეიძლება ბეღურების გუნდი რომ მოფრინავს, იმას ესროლო ბალისტიკური რაკეტები, საფანტიანი თოფი უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, ელემენტარული რაღაცებია, უმრავლეს ქვეყნებში ითვლება კრიტიკულად, როდესაც 5%-ზე მეტია ტესტირებულებში გამოვლენის შემთხვევები, ე.ი. ტესტები უნდა მოუმატო. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ტესტირებებში დადებითების პროცენტი სადღაც 1%-ზე ნაკლები გვქონდა, ახლა სადღაც 2 %-ს მივუახლოვდით. ასე რომ, ტესტირება გაიზარდა მაშინ, როცა საჭირო იყო.“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა