პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა არ იცავს გაიდლაინებს, მაქვს ინფორმაცია, რომ ამბობენ, არ არის საჭირო ტესტირება, მაშინ, როცა უნდა ჩაატარონ

სამწუხაროდ,ზოგიერთი ჩვენი კოლეგა არ იცავს გაიდლაინებს, მაქვს ინფორმაცია, რომ ამბობენ, არ არის საჭირო ტესტირება, მაშინ როცა უნდა ჩაატარონ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსის ტესტირების პრობლემა არ არის, ვინაიდან მარაგში ნახევარი მილიონი ტესტია.

„საველე კარვები ბათუმშიც დარჩება. თბილისში 25 ადგილია, სადაც კორონავირუსზე ტესტირება შეიძლება მათთვის, ვისაც რაიმე აწუხებს ან მოგზაურობის ისტორია აქვს ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილებში. ტესტირების შესაძლებლობის დანაკლისი ამ ქვეყანაში არ არის.

თუმცა, უნდა ითქვა რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ეტყობა არ იცავს იმ გაიდლაინებს, რომელიც მათთვის არის დარიგებული. ზოგ შემთხვევაში, მაქვს ინფორმაცია, რომ ამბობენ არ არის საჭირო ტესტირება, მაშინ როდესაც უნდა ჩაატარონ. ზოგს არ ესმის, რომ ცხელებიანი პაციენტი, ნიშნავს სიმპტომებიანს, ვისაც აქვს სიმპტომი, შესაძლოა, კორონავირუსის იყოს.

ოჯახის ექიმმა კარგად უნდა გამოკითხოს პაციენტი. ჩვენ შვედეთს ვართ მიახლოებული ტესტირებით მილიონ მოსახლეზე. ქვეყანაში ნახევარი მილიონი ტესტის მარაგია შექმნილი ტესტირების პრობლემა არ არის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობა ძალიან მსუბუქად, შესაძლოა, უსიმპტომოდაც გადაიტანოს.

„ ეს დაავადება, სამწუხაროდ, არ არის ისეთი, არავის არაფერი რომ არ დაუშავოს. სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ხანში შესული იქნება თუ ქრონიკული დაავადების მქონე, რომელსაც თავისი დაავადებით ცხოვრობდა, შეიძლება კორონავირუსმა სიცოცხლე მოუსწრაფოს. სანამ დედამიწაზე იქნება კორონავირუსი მას ვერავინ ვერ გააქრობს, მათ შორის ვერც საქართველო. კოროანასთან ერთად ვიცხოვრებთ, თუ მარტივ წესებს დავიცავთ“,-ამბობს პაატა იმნაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა