პაატა იმნაძე განმარტავს, როდის არის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსი გადამდები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, როდის არის კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი გადამდები.

იმნაძის თქმით, ადამიანი მეტად გადამდებია, როდესაც მას სიმპტომები აქვს და ნაკლებად, როცა უსიმპტომოა.

„გადამდებლობაზე როცა ვლაპარაკობთ - ადამიანი ძალიან გადამდებია, როცა სიმპტომები აქვს. ასევე გადამდებია სანამ სიმპტომები გამოუვლინდება მაქსიმუმ 2 დღით ადრე. გაცილებით ნაკლებად არის გადამდები უსიმპტომო პაციენტი, ის ძირითადად თავისი ოჯახის წევრებს ასნებოვნებს ხოლმე, მაგრამ ისიც გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანის იმავე დღეს გატესტვას ხშირ შემთხვევაში აზრი არ აქვს.

„როცა ვიღაც, ვინც კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან, იმ დღეს გაიტესტება და უარყოფითია, არაფერს არ ნიშნავს. აზრიც არ აქვს ხოლმე უმრავლეს შემთხვევებში იმიტომ, რომ თუ სიმპტომები არ არის, ტესტი შეიძლება, იყოს უარყოფითი, ამიტომაც ჩვენ ყველას ვტესტავთ, ვინც ახლო კონტაქტში იყო, ოღონდ მეთორმეტე დღეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა