პროკურორი - იყო ვერსია, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დღეს თეთრიწყაროში, კონკრეტულ ლოკაციაზე, კერძო საცხოვრებელი სახლისა და საკალმახე მეურნეობის დათვალიერება მოხდა.

როგორც პროკურორი განმარტავს, აღნიშნულ ადგილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობა არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ამოღებულ იქნა ნივთები.

პროკურორის განცხადებით, ამოღებულ ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ავტოფარეხს, სადაც ერთ-ერთი ვერსიით, თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იყო დამალული, პროკურორი ამბობს, რომ ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, რადგან ის გაფუჭებული იყო და შესაბამისად, მანქანა ვერ შეეტეოდა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არის რაღაც „ვილა ალგეთის“ ტერიტორია, არანაირი „ვილა ალგეთი“ არ არის, ეს არის კერძო საცხოვრებელი სახლი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი და პირის საკალმახე მეურნეობა.

რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, ამ ადგილს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თამარ ბაჩალიაშვილთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ამოღებული ნივთებითაც, ამ ნივთების წარმომავლობა,კვალი, არანაირ შემხებლობას არ გვაძლევს. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ამოვიღეთ ნივთები საკალმახე მეურნეობის სადგომიდან, ოთახიდან ამოღებული იქნა: ბალიში, საბანი, იყო შეშის ღუმელი, საიდანაც ნახშირის ნიმუში იქნა ამოღებული, ასევე ამოვიღეთ რეზინის ფეხსაცმელი, ხის დაფა.

რაც შეეხება ავტოფარეხს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტოფარეხი. იყო ვერსია, რომ თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იყო შეყვანილი ამ ავტოფარეხში, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, გაფუჭებული იყო მექანიზმი. პატრონიც არ იყენებდა.კარის გაღების შედეგად დავრწმუნდით, რომ ერთ მეტრზე მეტ მანძილზე ფიზიკურად კარი ვერ გაიღებოდა, რა მანქანის დამალვაზეა საუბარი, მანქანა ვერ შეეტეოდა ფიზიკურადაც.

შესაბამისად, მტკიცებულებითი ღირებულების თვალსაზრისით, ეს ნივთები, რაიმე ინფორმაციის მატარებელი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დავნიშნავთ შესაბამის ექსპერტიზას და ექსპერტიზის პასუხებიც გახდება ცნობილი“,- აღნიშნა ლაშა კოტერიკაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია