ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი - იმედი მაქვს, თუკი კოვიდ 19-თან დაკავშირებული სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ევროპარლამენტიც გაგზავნის

საქართველომ ამბიციური რეფორმები გაატარა და ბევრს მიაღწია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც მისი სახელით ევროპელმა დეპუტატმა კატი პირიმ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს წაიკითხა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„ეს ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს მედიათავისუფლება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. ახლახანს საქართველომ მთავრობასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დაძაბულობის პერიოდი გამოიარა და ივნისის ბოლოს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიზანი მეტი პროპორციული წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა,“- აღნიშნულია სვენ მიქსერის მიმართვაში.

ევროპარლამენტარი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც საუბრობს და ხაზს უსვამს მედიაზე თანაბარი წვდომის საჭიროებას.

„საქართველოში არჩევნები ახლოვდება. მოხსენებაში ხაზგასმულია მედიათავისუფლების აუცილებლობა და ამ მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის მედიაზე თანაბარი წვდომის საჭიროება. არჩევნები ტარდება ოქტომბერში და იმედი მაქვს, თუკი კოვიდ 19-თან დაკავშირებული სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, სადამკვირვებლო მისიას ევროპის პარლამენტიც გაგზავნის,“- აღნიშნულია ევროპარლამენტის მიმართვაში.

სვენ მიქსერი კოვიდ 19-ის პანდემიის მიმართ საქართველოს პასუხზეც საუბრობს.

„ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს პასუხზე კოვიდ 19-ის პანდემიის მიმართ და მსურს, ხაზი გავუსვა ამ კრიზისის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამაგალითო ურთიერთობას," - აღნიშნულია მიმართვაში.

სვენ მიქსერი საქართველოს ოკუპაციის თემასაც ეხება და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გმობს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის მეხუთედი ოკუპირებულია. ასობით ათასობით ადამიანს საკუთარ სახლში დაბრუნება არ შეუძლია და მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება ირღვევა. საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების სამიზნეა. ანგარიში გმობს მიმდინარე პროვოკაციულ ქმედებებსა და „ბორდერიზაციას“, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობს,“- აღნიშნულია ევროპარლამენტარის მიმართვაში, რომლის შინაარსიც ევროპარლამენტარებს კატი პირიმ გააცნო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს