ჟოზეფ ბორელი - საქართველოსგან საარჩევნო კანონის ეფექტურ განხორციელებასა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას ველოდებით

საქართველო ევროკავშირის ძალიან ახლო პარტნიორია ჩვენს სამეზობლოში. ჩვენი ურთიერთობები მწიფდება და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

ჟოზეფ ბორელიმ სამ საკითხზე ისაუბრა : საარჩევნო კონტექსტზე, მართლმსსაჯულების რეფორმებსა და კონფლიქტებზე.

„საქართველოში ოქტომბერში არჩევნები ტარდება. მარტში პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოში ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ერთ-ერთი ფასილიტატორი ევროკავშირის დელეგაცია იყო. ამ შეთანხმებამ შექმნა ახალი საარჩევნო სისტემა უფრო ხელსაყრელი, ინკლუზიური, თანმიმდევრული და გამჭირვალე არჩევნებისთვის და ახლა ჩვენ ამ კანონის ეფექტურ განხორციელებასა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას ველოდებით,“- აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

რაც შეეხება მართლსაჯულებას, მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უნდა გადახედოს.

„საქართველოს პარლამენტისთვის გადამწყვეტია, გადახედოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რომელიც არყევს მოსამართლეების გამჭირვალედ წარდგენის პროცესს, როგორც ეს მოხსენებაშია აღნიშნული. სასამართლო ხელისუფლებაში ეთიკისა და სამართლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვნია,“- აღნიშნა დიპლომატმა.

ჯოზეფ ბორელიმ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

„ვადასტურებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „ბორდერიზაციის“ უწყვეტი პროცესი სრულად მიუღებელია. შეშფოთებული ვარ ასევე „საკონტროლო-გამშვები პუნქტების“ ჩაკეტვით, რაც ართულებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას სამედიცინო მკურნალობასა და საარსებო საშუალებებზე,“- აღნიშნა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო