მარინა კალიურანდი - მსურს საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო კოვიდ 19-ის კრიზისთან სამაგალითოდ გამკლავება

ქართველი ხალხი ჩვენს სოლიდარობას იმსახურებს. მსურს, დავადასტურო სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„მევესალმები საარჩევნო რეფორმას, რომელიც ოდირი-ს რეკომენდაციის დაცვით იქნა მიღებულია და იმედი მაქვს ის საქართველოს პოლიტიკური და მედია ლანშაფტის პოლარიზებას შეუწყობს ხელს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მათ შორის და განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ ობიქტური, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება ოქტომბერში. ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის.

ბოლოს, მსურს საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო კოვიდ 19-ის კრიზისთან სამაგალითოდ გამკლავება,“- განაცხადა მარინა კალიურანდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა