ვიოლა ფონ კრამონი - მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას

მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„ჩვენ ბევრი გამოწვევა ვიხილეთ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და კარგი იყო იმის ხილვა, რომ ჩვენი და თქვენი მხარდაჭერით მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ, რომლითაც უახლოესი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მისი თქმით, საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა კოვიდ-19-თან ბრძოლაში.

„ამ ბრძოლაში ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე მილიონი ევროთი დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგიერთი პრობლემა კიდევ დასაძლევია. საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, საგარეო კუთხით კი რუსეთის უწვეტი ჰიბრიდულ ომი ქვეყნის სუვერენიტეტს სამხედრო ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და კიბერთავდასხმებით ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სუვერენიეტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს,“- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მისივე თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა