აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქარიშხალი „სალი“ უახლოვდება

აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქარიშხალი „სალი“ უახლოვდება. ამ ინფორმაციას ქვეყნის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მეტეოროლოგების მტკიცებით, ქარის სიჩქარე 85 კმ/სთ-მდე გაიზრდება, რის გამოც მას მეორე კატეგორია მიენიჭა. მათი თქმით, ქარიშხალი აშშ-ის სანაპიროს სამშაბათს მიუახლოვდება და ლუიზიანას, ფლორიდას, მისისიპისა და ალაბამას შტატებს გადაუვლის.

სტიქიური უბედურების გამო ალაბამასა და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალი განსაკუთრებით ძლიერი ახალ ორლეანთან იქნება, რის გამოც ხელისუფლებამ ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს