არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთის“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დამზადებული წინასაარჩევნო რეკლამა პასუხობს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებს, ხოლო მაუწყებელთა მიერ ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ მათსავე ეთერში განთავსებული წინასაარჩევნო რეკლამები, არ შეესაბამება ორგანული კანონის აღნიშნულ მოთხოვნებს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული,

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებიდან აცნობეს, საარჩევნო სუბიექტებს გააჩნიათ ვალდებულება, რომ დაიცვან წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებისას რეკლამის შინააარსის მოთხოვნები, ხოლო მაუწყებლებს კი გააჩნიათ ვადებულება, არ განათავსონ თავიანთ ეთერში, ნორმის დარღვევით დამზადებული წინასაარჩევნო რეკლამა.

“გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვებას.

საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის დღიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო სუბიექტებს ამ დროიდან გააჩნიათ უფლებამოსილება განათავსონ მაუწყებლებში, ამავე კოდექსით დადგენილი წესით ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამები. აღსანიშნავია, რომ ამავე კოდექსის 185-ე მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილია, რომ „პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 5%-ს. ამასთანავე, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი დასრულებისას, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში ნაჩვენები იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი, იმგვარად, რომ სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 25%-ს”.

ჩვენი დაკვირვებით, მხოლოდ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მიერ დამზადებული წინასაარჩევნო რეკლამა პასუხობს საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 185-ე მუხლის მე-20 პუნქტის მოთხოვნებს, ხოლო მაუწყებელთა მიერ ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ მათსავე ეთერში განთავსებული წინასაარჩევნო რეკლამები, არ შეესაბამება ორგანული კანონის აღნიშნულ მოთხოვნებს. ამისდა მიუხედავად, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის 185-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ორგანული კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და აღნიშნული ნორმების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს, მოგმართავთ თხოვნით, რომ შეისწავლოთ, ჩვენს მიერ ხსენებული საკითხი ყველა მაუწყებლის მიერ ეთერში გაშვებული ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამისთან დაკავშირებით და დარღვევის დადგენის შემთხვევაში, მოახდინოთ ამავე კანონით გათვალისწინებული რეაგირება“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა