Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო

Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას. მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში ვოლვომ XC90-თან დაკავშირებული ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელიც ხაზს XC90-ის უსაფრთხოების სისტემას უსვამს. ზოგჯერ საუკეთესო მშობელსაც შეიძლება გაეფანტოს ყურადღება, სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად XC90 აღჭურვილია სპეციალური გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემით.

კომპანიის ინფორმაციით, ვიდეო ასახავს წყვილის ცხოვრებას, რომელთაც უჭირთ ორი აქტიური პატარა ბავშვის აღზრდასა და ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება. ჩვენ ვხედავთ მათ მაღაზიაში საყიდლებზე, სახლში თუ როგორ ფუთავენ ბასრ კუთხეებს, კეტავენ კიბეებს და დასდევენ შვილებს. ვიდეო რგოლის ბოლოს კი პარკინგიდან გასვლისას, ვოლვოს გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემა მათ ავტოსაგზაო შემთხვევას აარიდებს, რა დროსაც ვხედავთ მესიჯს - “ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”.

“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად საუკეთესო ავტომობილია ოჯახებისთვის XC90. ჩვენ ვიცით, რამდენად რთული და გამოწვევებით სავსეა იყო მშობელი. ვოლვოს ავტომობილი კი იმისთვის არის, რომ მათ გვერდში დაუდგეს. უსაფრთხოების ელემენტები ჩვენს ავტომობილებში დაგიცვათ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს,”- აცხადებს ვოლვო ქარსის ბრენდის პროექტ მენეჯერი ლუიზ ალსტრომი.

ცნობისთვის, ვიდეორგოლში მამის როლს პოპულარული შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ასრულებს. იგი ცნობილია როლებით სერიალებიდან: ჩერნობილი, ველური დასავლეთის სამყარო (Westworld) და ვარსკვლავური ომები (Star Wars).

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს