ბილ გეითსი - კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, 25 კვირაში 25 წლით უკან დავიხიეთ

კოვიდ -19 პანდემიამ შეაჩერა და ხშირ შემთხვევაში შეცვალა პროგრესი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ Goalkeepers -ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

”პირველი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიზნებისკენ სტაბილური და თანდათანობითი პროგრესის შესახებ ვიტყობინებოდით, თითოეული მიზანი სწორი მიმართულებით მიდიოდა ”, - განუცხადა ჟურნალისტებს Microsoft- ის დამფუძნებელმა და ფონდის თანათავმჯდომარემ ბილ გეითსმა.

მისივე თქმით, წლევანდელი წელი განსხვავებულია, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ უკან დახია პროგრესი.

”რა თქმა უნდა, ეს წელი განსხვავებულია. კოვიდ 19-ის პანდემიამ არამარტო შეაჩერა პროგრესი, არამედ უკან დახია”, - აღნიშნა ბილ გეითსმა.

მისივე თქმით, პანდემიის გამო სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფარვის მაჩვენებელი 1990-იანი წლების დონემდე დაეცა.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაახლოებით 25 კვირაში 25 წლით დავიხიეთ უკან,“- აღნიშნა ბილ გეითსმა.

ანგარიშში ასევე საუბარია იმ უარყოფით ზეგავლენაზე, რაც კორონავირუსის პანდემიამ საზოგადების ცხოვრების დონეზე მოახდინა.

„2020 წელს პანდემიის გამო 37 მილიონამდე ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ჩამოსცდა. ბოლო რამდენიმე თვეში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 7 პროცენტით გაიზარდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში 68 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისათვის, Goalkeepers -ის 2020 წლის ანგარიში აანალიზებს იმ ზიანს, რაც პანდემიამ ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებს მიაყენა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ ზიანის აღმოსაფხვრელად მსოფლიომ ერთობლივად უნდა იმუშაოს.

იხილეთ ვიდეო: ბილ გეითსი - კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, 25 კვირაში 25 წლით უკან დავიხიეთ

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს