პან-ევროპული პროფკავშირის მმართველი კომიტეტი პანდემიით შექმნილი ახალი გამოწვევების განსახილველად შეიკრიბა

პან-ევროპული პროფკავშირის მმართველი კომიტეტი მნიშვნელოვანი საკითხების და პანდემიით შექმნილი ახალი გამოწვევების განსახილველად შეიკრიბა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და პან ევროპული პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვებოდა.

მათი ინფორმაციით, მსოფლიოს და ევროპის პრიორიტეტები და მოქმედებები (აღდგენა და გამძლეობა) - ეს იყო ხაზი, რომელიც დღევანდელ ონლაინ შეხვედრას გასდევდა.

როგორც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, მონაწილეებს მიმართეს ოუენ ტიუდორმა - პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ; ლუკა ვისენტინიმ - პან-ევროპული პროფკავშირის გენერალურმა მდივანმა და ირაკლი პეტრიაშვილმა - პან ევროპული პროფკავშირის პრეზიდენტმა.

„ევროკავშირში მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან ერთად, ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით და საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ლუკა ვისენტინი ევროკავშირში დააყენებს საკითხს, რომ ექსპერტთა ჯგფუმა შეისწავლოს და შეადაროს ევროკავშირთან შედარებით ევროკავშირის არა წევრ ქვეყნებში რა ვითარებაა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. ასევე ევროკავშირმა შეიმუშავოს რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის როგორც მინიმალურ ხელფასთან, ასევე ბიზნეს ორგანიზაციების მიერ იმ ავანტიურისტულ ნაბიჯებთან და შანტაჟთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ეწევიან მაგალითად საქართველოში, როგორც მინიმალურ ხელფასთან, ისე შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან და კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებით, რომელიც გვაახლოებს ევროკავშირის სტანდარტებს.

ონლაინ საბჭოს შეხვედრაზე განსახილველი თემა იყო პანდემიით გამოწვეული კრიზისები ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოში, მზარდი უმუშევრობა და აუცილებელი ნაბიჯები, ვითარების გაღრმავების ასაცილებლად. განიხილეს ბელარუში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება, ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი, საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა და დემოკრატიული პროფკავშირის დევნის შემთხვევები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, ბელარუსიის გარდა, საუბარი შეეხო კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას და მოვლენებს, მათ შორის განიხილეს მაგალითები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, ყირგიზეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და უკრაინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა