კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 - აჭარას, 20 - თბილისს, 13 - იმერეთს, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთს, 3 - გურიას, 3 - მცხეთა-მთიანეთს და 1 - რაჭა-ლეჩხუმს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა და 2562 დადასტურებული შემთხვევაა. 170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება -124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 -თბილისი, 13- იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი-ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია-ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულები გახლავთ 1381, მარტო 11 გამოჯანმრთელებული გვყავს და ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: რომელ კლასტერებს უკავშირდება კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა