მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე კვლავ 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 35-მდე გაიზარდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნაში კორონავირუსით ინფიციებული 5 პაციენტია კრიტიკულად მძიმე.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, მძიმე პაციენტების სია 35-ს არ აღემატება.

„ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, გუშინ გვყავდა 33 პაციენტი. გამოჯანმრთელდა და ჯამში სასტუმროსა და სახლებში გადაყვანილია 10 პაციენტი და კვლავ ახალი 10 პაციენტი მივიღეთ. ჩვენთან მყოფ პაციენტებში ერთი კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი გახლავთ, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. ასევე ქვეყანაში იმ 1154 პაციენტში 5 გახლავთ კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების სია 35-ს არ აღემატება, მაგრამ ეს რიცხვები ალბათ დაავადების გაზრდასთან ერთად შეიცვლება“,-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა