მარინა ეზუგბაია - ძირითადად საყურადღებოა აჭარა, რადგან იქ დიდი მობილობა იყო, ეს უნდა გავაკონტროლოთ და მისი ლოკალიზება მოვახდინოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაავადების გავრცელების პრევენცია და არსებული შემთხვევების მართვა შესაძლებელია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად საყურადღებო აჭარაა, სადაც ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მეტია.

„როცა ორნიშნა ციფრები გვქონდა, 460-500 საწოლამდე იყო ლაპარაკი. დღეს სამნიშნა ციფრები გახდა და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა. პარალელურად, შეიქმნა სასტუმრო ჰოსპიტლები, სადაც მსუბუქ და ასიმპტომურ პაციენტებს გადაიყვანენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, არის საწოლთა ფონდი და პლუს სასტუმროები, რომელიც შესაძლებელია დაემატოს. მსოფლიოში ასეთი გამოცდილებაა, რომ მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების მკურნალობა ბინაზე მიდის. ნებისმიერ სივრცეში გადაყვანილი პაციენტები, იქნება ეს საკარანტინო სივრცე, ჰოსპიტალი თუ სასტუმრო ჰოსპიტალი, იმის საფუძველია, რომ დაავადების გავრცელება რაღაცნაირად დავბლოკოთ. სანამ შეგვეძლება, რომ სტაციონარი და სასტუმრო სტაციონარის სტილში პაციენტების მოვლა გავაგრძელოთ, ეს პროცესი გაგრძელდება. არამგონია, რომ ისეთი რაოდენობა გახდეს ქვეყანაში, რომ ვერ მოვახერხოთ ამ სიტუაციის დასტაბილიზირება, თუნდაც სწრაფი ლოკალიზაცია. ვხედავთ, რომ დანარჩენი ლოკალიზებულია, მაგალითად, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, დღეების განმავლობაში მონაცემების განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებლებია. ჩვენთან ძირითადი და საყურადღებო გახლავთ აჭარა, რადგან იქ ძალიან დიდი მობილობა იყო. როგორმე, არსებული სიტუაციით ეს უნდა გავაკონტროლოთ და მისი ლოკალიზება მოვახდინოთ“,-აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კორონავირუსის მკურნალობის მეთოდი და პოროტოკოლი არ შეცვლილა.

„არ აქვს მნიშვნელობა, საშუალოა, მსუბუქი თუ მძიმე პაციენტი, ასიმპტომურიც კი, პირველი 10 დღის განმავლობაში შეიძლება დაავადებამ პროგრესირება განიცადოს დამძიმების თვალსაზრისით. ამიტომ, როდესაც სტაციონარში მეთვალყურეობა ხდება, ამ დამძიმების გარკვეულწილად ბლოკირებას ვახდენთ და დროულად ხდება ჩართვა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა