კახა კოჟორიძე - მწარე რეალობა უნდა შეიცვალოს და გარემოს დაცვა ჩვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის კახა კოჟორიძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები არ უფრთხილდებიან გარემოს და არ რეაგირებენ გარემოს დაცვის კუთხით არსებულ დარღვევებზე.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ტყე უკანონოდ იჭრება, წყალი ბინძურდება და ნაგავში იხრჩობა სოფლები და ქალაქები.

„გარემოს დაცვა, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მომავალი თაობისთვის, უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი, მაგრამ არ არის, თუმცა ეს არის „ლელოს“ პრიორიტეტი. ის რომ დღეს საქართველოში ტყე უკანონოდ იჭრება, წყალი ბინძურდება, ნაგავში იხრჩობა სოფლები და ქალაქები - ეს არ არის სიახლე. მთელ საქართველოში ასე ხდება, მაგრამ ამის პარალელურად სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას და თვალის დახუჭვას. სახელმწიფო უწყებები არ უფრთხილდებიან არც გარემოს და არც ჩვენი შვილების მომავალს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხაშურისა და ქარელის სტატისტიკა შემაშფოთებელი იყო.

„ჩვენმა ოფისებმა ხაშურსა და ქარელში გამოვითხოვეთ ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებისგან და მივიღეთ ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ბოლო 4 წლის აღნიშნული დეპარტამენტის მიერ არც ხაშურში და არც ქარელში არ მოხდა რეაგირება გარემოს დაცვის ნორმების დარღვევაზე. ასევე, ბოლო 4 წლის განმავლობაშ ხაშურსა და ქარელში ნულოვანი იყო რეაგირება ხე-ტყის დამზადებისას ტყით სარგებლობის წესების დარღვევაზე. ასევე, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონში ნულოვანი იყო რეაგირება ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესების დარღვევაზე. ასევე, ბოლო 4 წლის განმავლობაში არც ერთი ფაქტი არ დაუფიქსირებიათ სახელმწიფო ტყის ფონდის წესებზე, ტყის დაზიანება დანაგვიანების კუთხით და წყლის დაცვის რეჟიმს რაც შეეხება, ხაშურში 2019-2020 წელში არის წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის 2-2 ფაქტი გამოვლენილი, ხოლო ქარელში ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1“, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, დღეს კანონი ისეთივე უმოქმედოა, როგორც საფლავის ქვაზე არსებული წარწერა.

„სახელმწიფო ორგანოები არიან სრულიად უმოქმედო არაფერს არ აკეთებენ. „ლელოს“ „მარშალის გეგმით“ ჩვენ ვგეგმავთ, რომ პირველ რიგში ავამაღლოთ ცნობიერება საზოგადოებაში და რაც ყველაზე მთავარია გავამკაცროთ რეგულაციები. დღეს კანონი ისეთივე უმოქმედო და მკვდარია, როგორიც საფლავის ქვაზე არსებული წარწერა. კანონში წერია ტექსტი, მაგრამ ამ ტექსტს სახელმწიფო ორგანოებიდან არავინ არ ასრულებს რეალობაში. ეს მწარე რეალობა უნდა შეიცვალოს და გარემოს დაცვა უნდა გახდეს ჩვენი პრიორიტეტი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა