განათლების სამინისტროსთან ანა დოლიძემ სტუდენტებთან ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა

განათლების სამინისტროსთან, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სტუდენტებთან ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა და კორონავირუსის პირობებში განათლების სამინისტროს მუშაობის ხარისხი გააპროტესტა.

ანა დოლიძის განცხადებით, კოვიდ 19 პირობებში განათლების სამინისტროსა და ხელისუფლების უთავბოლო ქმედებებმა განათლების სფერო გააკოტრა.

„ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას ათასობით ქართველი მშობლის, მასწავლებლის, სკოლის, კერძო ბაღის წარმომადგენლის სახელით, რომლებიც პირდაპირ დააზიანა ჩვენი ხელისუფლებისა და განსაკუთრებით განათლების სამინისტროს უთავბოლობამ კოვიდ 19-თან მიმართებაში. სამინისტრომ 5 თვით მაინც დააგვიანა წესიერად დაერეგულირებინა განათლების სფერო ისე, რომ არ გაეკოტრებინა განათლების სექტორი. ათასობით ადამიანი, ჩემნაირი მშობელი დღეს არის შეშფოთებული, არის სტრესში. ათასობით სკოლის მასწავლებელი და დირექტორი დღეს არის დაბნეული იმიტომ, რომ თავის დროზე სწორი ლიდერობა და სწორი მიმართულება ვერ მიიღეს სამინისტროდან. განათლების სამინისტრო და ჩვენი მთავრობა ჩამორჩება იმ საჭიროებებს, რომელიც ჰქონდა და აქვს ჩვენს განათლების სფეროს",-განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო