გიორგი ვაშაძე - ქვეყნის პრემიერობა არ ნიშნავს ბევრი ლაილაი იყოს ტელევიზორში, ეს ნიშნავს ხალხზე ზრუნვას - ჩვენ გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი გეგმა?

ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ხალხმა საბანკო სესხებიდან გამომდინარე აღარ იცის საიდან გადაიხადოს ფული, საპროცენტო სესხები ყველა დაწესებულებამ მოუმატა ხალხს და მიმდინარეობს ქონებრივის მასობრივი გადაფორმება მიკროსაფინანსო თუ საბანკო დაწესებულებების მხრიდან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პირობებში გიორგი გახარია და მთავრობა „გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის.“

,,არ სვამთ კითხვას, საიდან უნდა გადაიხადოს ხალხმა ეს ფული? 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს ვითარებაშია. 45 მილიონი ხომ მოძებნეთ თქვენი მეგობრებისთვის, რომ გადაურიცხეთ ანგარიშებზე და შემდეგ დაგიბრუნეს თქვენ პარტიაში შემოწირულობად. ხომ მოძებნეთ ფული იმ კომპანიებისთვის, სადაც თქვენი პარლამენტის წევრები არიან მეპატრონეები, უძრავი ქონების უზარმაზარი კომპანიებისთვის. რატომ არცერთი კაპიკი არ მოიძებნა იმ ხალხისთვის, რომელიც ასეთ მძიმე ვითარებაშია, სად არის თქვენი გეგმა? ხალხის ასე, ბედის ანაბარა მიტოვება ხომ არ შეიძლება, ეს ხალხი ქუჩაში რომ დარჩება, სახლ-კარის გარეშე რომ დარჩება, რა უნდა გავაკეთოთ ამის შემდეგ? ამ ხალხს ხომ შველა უნდა,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„5 მილიარდი მივიღეთ დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არცერთი კაპიკი არ მიდის ხალხის დასახმარებლად. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლური, არაფრის მკეთებელი დამოკიდებულება თქვენი მხრიდან. ქვეყნის პრემიერობა იმას კი არ ნიშნავს ბევრი ლაი-ლაი იყოს ტელევიზორში, ეს ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და ალალ-მართალი ხალხის დახმარებას. საიდან უნდა გადაიხადოს გაზრდილი საბანკო პროცენტები ხალხმა? სამსახური არ არის, ბიზნესი აღარ მუშაობს, დახურეთ აბსოლუტურად ყველაფერი, ლარის კურსი გარბის. რატომ არაფერს არ აკეთებთ ამ კუთხით? ჩვენ ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი გეგმა? კონკრეტული გეგმით გამოდით და გვიპასუხეთ ამ საკითხზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო