რომან გოცირიძე საარჩევნო პლაკატების შესახებ უგულავას განცხადებაზე - ჩვენ რა ინტერესი უნდა გვქონდეს? - იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, არ სჯერა, რომ „ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ბანერები გადააკრა. როგორც რომან გოციძიძემ ჟურნალისტებს გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი.

„იქნებ, პროვოკაციაა ან იქნებ, მართლაც სხვებმა გადააკრეს. რა ინტერესი უნდა გვქონდეს, როდესაც გვყავს საერთო პოლიტიკური მტერი, მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება", როდესაც სამომავლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ კოალიციურ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ერთად უნდა ვმართოთ.

მე არ მგონია ასე იყოს(პლაკატი "ნაციონალური მოძრაობის გადაკრული იყოს").ამიტომ, რაღაც პროვოკაციაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს, რეპლიკების გაცვლა-გამოცვლა, წყალს არ ასხამს ოპოზიციის წისქვილზე, ამიტომ ხანდახან სჯობს, თავი შევიკავოთ. მე ამ პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ. ჩვენ გვყავს საერთო სამიზნე, ეს არის ჩვენი მოწინააღმდეგე, გაკოტრებული და წარუმატებელი ხელისუფლება. ამიტომ, ოპოზიციის კონსოლიდაცია იქნება მომავალი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი.ასე რომ ჯობია ამისკენ მივმართოთ ჩვენი ენერგია", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოსაც აქვეყნებს.

“კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით, თუ „ქოცებს“ ვერ უბედავთ?! იქნებ "შეკრულები" ხართ? „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ? - სახეს გაუფრთხილდით“, - წერს უგულავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა