სერგი კაპანაძე - ვერანაირი ხრიკი, რომელიც ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს და საბოლოო ჯამში, ის დამარცხდება

„ჩვენი პარტნიორები მზად არიან, რომ საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები, ხელისუფლება შეიცვალოს და ის პრობლემები, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო სისტემას, რაც უკავშირდებოდა ძალადობას და სხვა ასეთ კანონდარღვევებს, აღარ იყოს მომავალში”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში გამართული დებატებს, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

კაპანძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაინტერესება ძალიან მაღალია.

“ამ დისკუსიის ფარგლებში საუბარი იყო მათი ჩართულობაზე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ზოგადად მოწოდებაზე, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, ღია, გამჭვირვალე, ძალადობისგან დაცლილი და ეს ყველა პუნქტი არის ასახული ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენ ასევე ვნახეთ ფონ კრამონის განცხადება, თუ როგორი საფრთხის შემცველია დიდი რესურსის მქონდე მილიარდერისგან ისეთი ქვეყნის მართვა, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები მზად არიან იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები, ხელისუფლება შეიცვალოს და ის პრობლემები, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო სისტემას, რაც უკავშირდებოდა ძალადობას და სხვა ასეთ კანონდარღვევებს, აღარ იყოს მომავალში. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩართულობა ძალიან მაღალია, ისინი დაინტერესებული არიან ასევე, რომ მონაწილეობა მიიღონ დამკვირვებლების გამოგზავნის სახით. დარწმუნებული ვარ, ვერანაირი ხრიკი, რომელიც ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, ვერ მოახდენს არჩევნების შედეგზე გავლენას და საბოლოო ჯამში, ის დამარცხდება ძალიან მწარედ იმის გამო, რომ სწორედ ეს არის დაკვეთა საზოგადოების მხრიდან. თუ ივანიშვილი აპირებს ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, მოსყიდვა და სხვა მძიმე კანონდარღვევები, როგორიც წინა არჩევნების დროს იყო, ასეთ შემთვევაში ამას შესაბამისი რეაგირება ექნება როგორც საქართველოს მოსახლეობის მხირდან, ასევე ჩვენი პარტნორებისგანაც“, - განაცხადა სერგი კაპანძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს