ბიზნესასოციაცია - აუცილებელია ბენზინისა და დიზელის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში რიგი კომპომენტების დამატება

ბენზინისა და დიზელის საწვავზე დღეს მოქმედი ხარისხობრივი ნორმები მხოლოდ 4 საკონტროლო კომპონენტით შემოიფარგლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხის სრული სპექტრით შემოწმებას და მისი შესაბამისობის დადგენას ევროპულ სტანდარტებთან,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სამართლებრივი კუთხით აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რომ მთავრობის შესაბამისი დადგენილებით ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებს დაემატოს მინიმუმ რამოდენიმე კომპონენტი.

„ამასთან, შემდგომი, ძალზედ მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება დაწესებულ ხარისხობრივ სტანდარტებზე მუდმივი დაკვირვება და კონტროლი.

აღსრულების მექანიზმების ეფექტურობის ამაღლება და მათი სრულყოფის აუცილებლობა ასევე ეხება სულ ახლახანს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის დიდი ძალისხმევით მიღებულ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული ნავთობპროდუქტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას. ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი პროგრესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ეფექტური აღსრულება პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან და შესაბამისად თითოეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობასთან. იმედი გვაქვს, რომ ხარისხობრივ ნორმებში რამოდენიმე კომპონენტის დამატებაზე მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც, ბუნებრივია, ჩაითვლება როგორც ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,- ნათქვამია ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს