გერმანია საბერძნეთიდან 1 500-მდე ლტოლვილს შეიფარებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზიჰოფერი საბერძნეთის კუნძულებიდან 1500-მდე ლტოლვილის მიღებას აპირებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ახალი ამბების სააგენტო dpa ავრცელებს.

როგორც სააგენტო იმ პოლიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, რომლებიც საშინაო პოლიტიკის საკითხებზე არიან ორიენტირებულები, აღნიშნული 1 500 პირი ლტოლვილი ბავშვები და მათი ოჯახები არიან.

შეგახსენებთ, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა უდიდესი ბანაკი „მორია“ დაიწვა, რის შედეგადაც 12 000-ზე მეტი ლტოლვილი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა