ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამესს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების მიერ განხორციელებული წარმატებული საქმიანობა.

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურმა დირექტორმა, მარია გამეს გამესმა ხელი მოაწერეს ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეების ერთობლივ ძალისხმევას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს