გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს - ექსკლუზივი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს.

დაკავებული მორაგბე პირველად, "ინტერპრესნიუსთან" საუბრობს საქმის გარშემო და აცხადებს, რომ ის ხიდის ქვეშ არ იმყოფებოდა და გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია.

სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში არჩილ გაგნიძე საზოგადოებას მიმართავს და პირდება, რომ ის ამ საქმეში მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

მორაგბის თქმითვე, ის გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა და არანაირი სახის ინფორმაცია არ დაუმალავს.

"მინდა საზოგადოებას მივმართო და გავაგებინო, რომ ყველაფერს, რასაც ვხედავ ამ საქმის ირგვლივ, არის სიყალბე და სიცრუე. ვხედავ როგორ ცდილობს ბრალდების მხარე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებების განადგურებით და ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობით ჩამოაყალიბონ ხალხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ცხონებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში.

კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ.

ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას", - აცხადებს გაგნიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო