ვაშაძე პრემიერ გახარიას - ქვეყანამ 5 მლრდ დახმარება მიიღო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, 1 თეთრიც არ გაიღეთ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ ვითარებაშია, „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა კი კვლავინდებურად ილუზიაშია და ამბობენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის.

ვაშაძის თქმით, ქვეყანაში 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს მდგომარეობაშია, ამ ფონზე კი სახელმწიფო არაფერს აკეთებს.

„ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ ფონზე ხალხმა აღარ იცის საიდან დაფაროს საბანკო სესხები, გადაიხადოს პროცენტები. ლარის კურსი ყოველდღიურად იზრდება, შედეგად ყველა ბანკი საპროცენტო განაკვეთს აძვირებს და მიმდინარეობს ქონების მასობრივი გადაფორმება მიკროსაფინანსო თუ საბანკო დაწესებულებების მხრიდან. ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ამ პირობებში გახარია გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. გეკითხებით სად არის გეგმა და სტრატეგია? საიდან გადაიხადოს ხალხმა ეს ფული? 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს მდგომარეობაშია, თქვენ კი არაფერს აკეთებთ. 145 მლნ ლარი თქვენი მეგობრებისთვის ხომ მოძებნეთ, რომ ანგარიშზე გადაგერიცხათ და შემდეგ ეს ფული თქვენივე პარტიაში შემოწირულობად დაიბრუნეთ. თქვენ ხომ მოძებნეთ ფინანსური სახსრები იმ უძრავი ქონების კომპანიებისთვის, სადაც თქვენი პარლამენტის წევრები არიან მეპატრონეები? რატომ არც ერთი თეთრი არ მოიძებნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ მძიმე ვითარებაშია? ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი გეგმა? რას ელოდებით? ხალხის ბედის ანაბარად მიტოვება შეიძლება?

ტოტალურად ხდება ქონებების გადაფორმება საქართველოში საფინანსო დაწესებულებების მხრიდან და ეს ხალხი ქუჩაში, რომ დარჩება ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? 5მლრდ მივიღეთ დახმარება საერთაშორისო დონორი თუ საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ მიდის არც ერთი თეთრი ამ ადამიანების დასახმარებლად? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლური დამოკიდებულება თქვენი მხრიდან? ბატონო გახარია ტელევიზორში, რომ კეკლუცობთ, მედიაშიც არ ჩნდებით, ნორმალურად დაგროვილ კითხვებზე პასუხებს არ სცემთ... ეს არ შეიძლება. ქვეყნის პრემიერობა ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. როცა დებატებზე ვსაუბრობ, დიახ დებატებში უნდა გამოხვიდეთ და ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა და მოქმედი პრემიერს ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, სად არის თქვენი სტრატეგია? რით ვეხმარებით ხალხს? ნუთუ ფიქრობთ, რომ მართლა შიმშილისთვის გინდათ გაწიროთ ადამიანები. 8.2%-მდე გაიზარდა საქართველოში შიმშილის ზღვარს მყოფი ადამიანების რაოდენობა, რეგიონში ყველაზე მაღალი ციფრი გვაქვს, 3-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში და არაფერს აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენ საჭმელიც გაქვთ, სასმელიც, შემოსავალიც და ბიუჯეტის ფულსაც კარგად განკარგავთ. რას აპირებთ ამ ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად? კონკრეტული გეგმით გამოდით და ამ საკითხზე გვიპასუხეთ, “ - აცხადებს გიორგი ვაშაძე და პრემიერ გახარიას კვლავინდებურად დებატებში იწვევს.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო