ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთში, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, შესაძლოა, ნოემბერში მზად იყოს

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საზოგადოებისთვის, შესაძლოა, მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში გახდეს ხელმისაწვდომი,- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენელმა გუიჟენ ვუმ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა.

„კლინიკური ცდების მესამე ფაზა ძალიან კარგად ვითარდება და ვაქცინები საზოგადოებისთვის დაახლოებით ნოემბერში, ან დეკემბერში გახდება ხელმისაწვდომი ", - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია თვითონაც ჩაიტარა და არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამოუწვევია. თუმცა, გუიჟენ ვუს არ დაუკონკრეტებია, რომელ ვაქცინაზე იყო საუბარი.

ცნობისათვის, ჩინეთში კლინიკური გამოკვლევების ბოლო ეტაპს ოთხი პოტენციური ვაქცინა გადის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო