გია ვოლსკი  „პატრიოტთა ალიანსს“-  როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს შეუძლია კონფლიქტი გადაწყვიტოს?!ეს არის პრორუსულობა

როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს შეუძლია კონფლიქტი გადაწყვიტოს?! ეს არის პრორუსულობა,- ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარეს გიორგი ლომიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის პარტიას რუსეთთან პირდაპირი დიალოგი სურს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„რასაკვირველია, „ნაცმოძრაობამ“ დაუშვა, რომ ჩვენ ასეთი საფრთხისა და ასეთი უშველებელი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რასაც ოკუპაცია ჰქვია, მაგრამ როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგს შეუძლია კონფლიქტი გადაწყვიტოს?! ეს არის პრორუსულობა, ის კი არა, რომ თქვენ შინაარსში გაქვთ პრორუსულობა ჩადებული და რუსის ჯარის დანარჩენ ტერიტორიაზე შემოყვანა გინდათ - ამას არ ნიშნავს, პოლიტიკურ შეცდომას ნიშნავს. რუსეთს თავისი სტრატეგიული ინტერესი აქვს და არ აინტერესებს, რას ამბობს ვოლსკი თუ ლომია. ეს არის მისი დამოკიდებულება, ამას უნდა ხედავდე. პირდაპირი დიალოგი სწორედაც რომ მას აწყობს და სწორედაც რომ ამ პერიოდში, როდესაც მზად არ ვართ ამისთვის, ამის გაჟღერება, წასვლები, ჩასვლები, “პარადში” მონაწილეობა, არის სწორედაც პრორუსული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნისთვისაა მიუღებელი და ხალხის შეცდომაში შეყვანაზეა ორიენტირებული, თითქოს აქედან შეგვიძლია რამე სიკეთე მივიღოთ და გადავარჩინოთ ის მდგომარეობა, რაც ჩვენმა წინამორბედებმა შექმნეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე გიორგი ლომიამ შემდეგი განცხადება გააკეთა: „რაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია, იმაში, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან?!“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა