რატი იონათამიშვილი - 2016 წელს არჩევნებზე „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ერთი ახალი სახე - რომან გოცირიძე ჰყავდა, როგორც ჩანს, ახლა გუბაზ სანიკიძე და გიული ალასანია იქნებიან

გვქონდა განახლებული გუნდის პრეზენტაცია, ამან ძალიან დააბნია „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ერთი ახალი სახე - რომან გოცირიძე ჰყავდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე გუბაზ სანიკიძე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არიან. მისივე განცხადებით, სააკაშვილი საკუთარ ოჯახის წევრს იმ ბრძოლაში უშვებს, რომელიც წინასწარ წაგებულია.

„ალბათ, ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის ის აღიარებების კასკადი, რაც „ნაციონალური მოძრაობისგან“, მისი კრიმინალი ლიდერისგან და კრიმინალური კლასტერისგან ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ყველაფერი დაიწყო პეიზაჟების ფონზე მოსეირნე სააკაშვილმა, რომელმაც ფაქტობრივად უმძიმესი დანაშაულები აღიარა, შემდეგ მისი პარტიის ერთ-ერთი წევრისგან გავიგეთ, რომ სააკაშვილი 500 ევროიანი კუპიურაა დანარჩენი პარტიისათვის, შემდეგ გავიგეთ, რომ ისინი სოციალურ კვლევებს აყალბებდნენ და კულმინაცია ისევ სააკაშვილი იყო, რომელმაც კითხვაზე, თუ რატომ ახლა თქვა, რომ ახლა სიმართლის თქმის დრო დადგა, ესე იგი მანამდე მათთვის სიცრუის დრო იყო.

გვქონდა განახლებული გუნდის პრეზენტაცია და საზოგადოებამ წარმატებული ადამიანები ნახა, რომელთა უკანაც წარმატებული ისტორიებია. ამან ძალიან დააბნია „ნაციონალური მოძრაობა“, იმიტომ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ერთი ახალი სახე - რომან გოცირიძე ჰყავდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს მათი ერთი ახალი სახე გუბაზ სანიკიძე იქნება, ხოლო მეორე ზუგდიდში მაჟორიტარად საკუთარი ოჯახის წევრის, დედის დაყენებას აპირებს მიხეილ სააკაშვილი. ეს არის შუა საუკუნეების მმართველის მენტალიტეტის გამოვლინება“,-განაცხადა იონათამიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა