„ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ მობილური ამწეებით რეკორდული სიმძიმის, 204-ტონიანი ტვირთი გადმოიცალა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ მობილური ამწეებით რეკორდული სიმძიმის, 204-ტონიანი ტვირთი გადმოიცალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ”ეიპიემ ტერმინალს ფოთიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია “ენ-ელ-ჯის“ ტვირთი ევროპიდან, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, სომხეთისკენ მიემართება. არაგაბარიტული ტვირთების (ე.წ. OOG ტვირთები) დამუშავების პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და მოიცავს ოთხი სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარის გადატვირთვას, რომელთაგან სამი უკვე სექტემბრის ბოლომდე ნავმისადგომის ამწეების საშუალებით დამუშავდება ფოთის საზღვაო ნავსადგურში. აღნიშნული სამი ტვირთის ჯამური წონა 560 ტონას შეადგენს, რომელთაგან ყველაზე მძიმე, ფოთში გასულ კვირას უკვე გადაიტვირთა.

„საქართველოს პორტების ისტორიაში, პირველად ნავმისადგომის ამწეებით, დამუშავდა მსგავსი სიმძიმის არაგაბარიტული ტვირთი. გამორჩეულად აღსანიშნავია ჩვენი ტექნიკური და ოპერაციების გუნდების კომპეტენცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მონდომება, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა ამწის კონკრეტული პარამეტრების შეცვლა და ტვირთის გემიდან ნავმისადგომზე პარალელურ რეჟიმში ორი ამწით გადმოცლა. ნებისმიერი მსგავსი წამოწყება თუ პროექტი ეხმარება ჩვენი ნავსადგურის მომსახურებით მოსარგებლე კომპანიებს წარმატებულად და ეფექტურად გადაწყვიტონ მათი ლოგისტიკური ამოცანები“, - განაცხადა “ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.

როგორც “ეიპიემ ტერმინალს ფოთში” აცხადებენ, აღნიშნული არაგაბარიტული ტვირთი ყველაზე მძიმეა, რაც საქართველოს პორტებში აქამდე ნავმისადგომის ამწეებით გადამუშავებულა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ საოპერაციო და ტექნიკური გუნდის მობილიზებითა და მონდომებით, აღნიშნული პროექტი უსაფრთხოდ და წარმატებით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის, ისე გადაზიდვების სფეროში მომუშავე მომხმარებლებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ამ წარმატება განაპირობა პროექტის წინარე აქტიურმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა, რომელიც მოიცავდა რამდენიმეთვიან ინტენსიურ მოლაპარაკებებსა და ლოგისტიკური გადაწყვეტილების ჩამოყალიბებას. ამასთან, არასტანდარტული სიმძიმის ტვირთის დასამუშავებლად, აუცილებელი გახდა ამწეების ტექნიკური მახასიათებლების ცვლილება, რაც ნავსადგურის ტექნიკურმა გუნდმა წარმატებით მოახერხა, ამწეების მწარმოებელ გერმანულ კომპანია “ლიბჰერთან“ კონსულტაციით”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს