გია ვოლსკი - ვისი საარჩევნო პლაკატიც არ უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას, ყველა შემთხვევაში, ეს არის დანაშაული

ვისი პლაკატიც არ უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას და ეს არის ფაქტი. ყველა შემთხვევაში, ეს არის დანაშაული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებას.

ვოლსკის თქმით, პლაკატების გადაფარვა კანონით დაშვებული არ არის.

„ეს დასჯადია, მაგრამ სულელური განცხადება, რომელიც უგულავამ გააკეთა, რომ თითქოს, პრემიერის დასანახად მისი პლაკატები გადაფარეს, რომ ვინმეს გული არ გაუსკდეს, სისულელეა.

ერთმანეთთან მიმართებაში რა განცხადებებს აკეთებენ, ეს სხვა ზღაპარია და სხვა თემაა, მაგრამ ვისი პლაკატიც არ უნდა იყოს, მეორემ ზემოდან არ უნდა გადააკრას და ეს არის ფაქტი. ყველა შემთხვევაში, ეს არის დანაშაული. ვისაც პლაკატი აქვს გაკრული, მის პლაკატზე ნუ გადააკრავენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში აღნიშნულის დამადასტურებელ ფოტოსაც აქვეყნებს.

„კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით, თუ „ქოცებს“ ვერ უბედავთ?! იქნებ "შეკრულები" ხართ? „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ? - სახეს გაუფრთხილდით“, - წერს უგულავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს