ალექსეი ნავალნი - ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი “ინსტაგრამის” პირად გვერდზე საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს და პირველ კომენტარს აქვეყნებს.

„გამარჯობა, მე ვარ, ნავალნი. მენატრებით. ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება არ დამჭირვებია, ძალიან მომეწონა,“- წერს ნავალნი.

ცნობისთვის, ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

იხილეთ ვიდეო: ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს და პირველ კომენტარს აქვეყნებს

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა