„თავისუფალი საქართველო“ - პარტია „გორბის“ კვლევებს არ ენდობა

„გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი „გორბის“ კვლევები დაშორებულია მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელსაც არსებულ სინამდვილესთან არანაირი ობიექტური ასახვა არ გააჩნია.

„ეს ორგანიზაცია კარგად გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან. ჩვენთვის ცნობილია, რომ იმ ანკეტაში, რომლითაც გამოკითხვები ტარდებოდა, უმეტესად დასახელებული იყო, „ქართული ოცნების“ სატელიტები, ხოლო „თავისუფალი საქართველო“ „გორბის“ მიერ ამ გამოკითხის ანკეტაშიც კი არ იყო დაფიქსირებული.

აქედან გამომდინარე, ვაცხადებთ, აღნიშნული ორგანიზაცია იგივე მეთოდით ატარებს თავის გამოკითხვებს, რითაც „პატრიოტთა ალიანსი“ ხელმძღვანელობს.

ზოგადად კარგად გვახოვს პროსახელისუფლებო კვლევების ე.წ. სიზუსტე, როდესაც ბოლო ასეთი კვლევა, რომელიც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩატარდა 20%-ით აცდა მაშინ არსებულ რეალობას“,- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი