იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენი უდიდესი სურვილია, ქუთაისს ჰქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სახეობაში

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისის საკალათბურთო კლუბის "ქუთაისი 2010“ გუნდის წევრებს შეხვდა.

"ქუთაისის საკალათბურო კლუბს არაერთი გამარჯვებით გაუხარებია ჩვენი ქალაქი. ვამაყობ, რომ 2014 წელს საქართველოს თასის და ასევე, სუპერთასის მფლობელები გახდით, 2015-2016 წლებში სუპერლიგის ჩემპიონობით გაგვახარეთ და 2017 წელს კვლავ საქართველოს თასი მოიპოვეთ. ქუთაისს აქვს საკალათბურთო სპორტის უდიდესი ტრადიცია. ჩვენმა ქალაქმა აღზარდა ლეგენდარული კალათბურთელები ოთარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და მრავალი სხვა, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ სრულიად საქართველოს. ჩვენი უდიდესი სურვილია, გვქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სფეროში, გვყავდეს წარმატებული საკალათბურთო გუნდი, მუდმივად ვიყოთ ჩემპიონები, რაშიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით“, - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა კალათბურთელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა