IDFI-ის კვლევის თანახმად, სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად საშუალოდ 12%-ით იზრდება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად საშუალოდ 12%-ით იზრდება.

კვლევის თანახმად, 104 საჯარო დაწესებულებიდან, ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (ხელშეკრულების საგანი და ანაზღაურება) მხოლოდ 48 უწყებამ გასცა. ამასთან, დასაქმებულ პირთა ხელშეკრულებები ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია და არ იძლევა დასაქმებული პირების სამუშაოს აღწერილობის შესახებ ინფორმაციას. ასევე, მრჩევლების CV-ების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად.

„ 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. 2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება.

სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს“,-აღნიშნულია კვლევის მიგნებებში.

IDFI-ის დასკვნით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა.

IDFI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გადაიხედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ნეპოტიზმის, მიკერძოების და კორუფციის რისკები.

სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკის კვლევა და ძირითადი მიგნებები იხილეთ ბმულზე- https://bit.ly/2FGsw8d

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო