თბილისის მერიის ინფორმაციით, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონის გამგეობა თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თვალჭრელიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 30 წელზე მეტია არ დაგებულა, ამჟამად კი, სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

„თვალჭრელიძის ქუჩა შემოვლითი გზაა, რომელიც ტრანსპორტს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გავლის გარეშე, კახეთის გზატკეცილიდან ვარკეთილის მეურნეობას აკავშირებს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება, ასევე, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები; თვალჭრელიძის ქუჩაზე 17 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, 22 810 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდება. სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 2 065 000 ლარია, გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „ენდი როუდი“ ასრულებს. პროექტი 2020 წლის მარტში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა