ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს

ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

„ჩვენთვის ბელარუსში არსებული სიტუაცია ნათელია. ჩვენ 9 აგვისტოს არჩევნებს გაყალბებულად მივიჩნევთ და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ვაღიარებთ,“- აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

მისივე თქმით, ბელარუსში დაკავებულია 7 500-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი და ასევე არსებობს წამების 500-მდე დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბლოკის წევრ სახელმწიფოებს ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ინიცირებული სანქციების ერთხმად მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო