ხუდადოვის ქუჩაზე შენობების დემონტაჟს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, მერია შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებს, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ სახლების გადაფორმებას ვერ ახერხებდნენ.

„წლების განმავლობაში ვცხოვრობდით, ბებიაჩემის აშენებული სახლი დაგვინგრიეს, ნაკვეთები გაყიდეს. წლებია ვითხოვთ, რომ დაგვიმტკიცონ ეს ტერიტორიები“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ცნობისთვის, მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ნაძალადევის რაიონში, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა