ლაშა ფარულავა - მისასალმებელია ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციაზე

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ეხმიანება საპარლამენტო არჩევნების დროს პანდემიის პირობებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას“, - ამის შესახებ განცხადება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ გააკეთა.

როგორც ფარულავამ აღნიშნა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’, რომელიც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოს საარჩევნო სტანდარტების და ანგარიშგების დოკუმენტით.

„ჩვენ შევიმუშავეთ არჩევნებზე დაკვირვების სრულყოფილი გეგმა, რაც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ და შინაარსზე ორიენტირებულ ანგარიშგებას. სადამკვირვებლო მეთოდოლოგია ეფუძნება საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით დაგეგმილ ნაბიჯებს“,- აღნიშნა ფარულავამ.

მისივე თქმით, 20/20-ის გუნდის ყველა წევრს აქვს მიუკერძოებლობის და ჩაურევლობის მკაცრი ვალდებულება, მათ შორის, ფაქტებსა და სანდო მონაცემებზე დაფუძნებულ ანგარიშგებაზე.

„სამოქალაქო პლატფორმის“ სადამკვირვებლო მისია აკვირდება საარჩევო პროცესის მთლიან ციკლს - წინასაარჩევნო, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდს. ორგანიზაციის ანალიტიკური და ველზე მომუშავე წარმომადგენელ-დამკვირვებელთა ჯგუფი ფოკუსირებულია ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე, ვინაიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საოლქო და საუბნო კომისიების მუშაობის ხარვეზები ეუთო/ოდირის სარეკომენდაციო პაკეტში ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი შექმნილი დოკუმენტები იქნება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ასევე საარჩევნო სისტემის განვითარებისთვის“,- განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

აღნიშნულ ინფორმაციას “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს