ჟოზეფ ბორელი - უმკაცრესად ვგმობთ ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ ინციდენტს მკვლელობის მცდელობად აფასებს და რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნული საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას უმკაცრესად ვგმობთ. გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ბატონი ნავალნი სამხედრო ქიმიკატითაა მოწამლული. გუშინ კი ეს დასკვნა საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმაც დაამოწმეს. არსებობს იმის უეჭველი მტკიცებულება, რომ ნავალნის მკვლელობის მცდელობისთვის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტი გამოიყენეს, იმის მსგავსი, რომელიც სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობისასაც გამოიყენეს,“- აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ ევროპარლამენტის სხდომაზე.

მისი განმარტებით, ქიმიური იარაღის გამოყენება, ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო კანონის დარღვევაა.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერი მხრის მიერ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროსა და გარემოებებში წარმოადგენს საერთაშორისო კანონის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების სერიოზულ დარღვევას. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით სრულად ითანამშრომლოს, განსაკუთრებით კი „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს