საბერძნეთის ხელისუფლებამ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 12 000-ზე მეტი მიგრანტიდან 800 დროებით კარვებში განათავსა

საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა უდიდესი ბანაკის დაწვის შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 12 000 მიგრანტიდან 800 დროებით განთავსებულ კარვებში შეასახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დროებითი ბანაკის საჭირო ნივთებით აღჭურვას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ახორციელებს. BBC-ი წერს, რომ კარვებში ელემენტარული პირობები არსებობს, მიგრანტებს არ აქვთ ლეიბები და საშხაპეები.

გამოცემა საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 21 მიგრანტს კორონავირუსი დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი მიგრანტებისა და ლტოლვილებითვის ლესბოსზე მუდმივი ცენტრის აშენებას გეგმავს, რომელმაც ბანაკი „მორია“ უნდა ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა უდიდესი ბანაკი „მორია“ რამდენიმე დღის წინ დაიწვა, რის შედეგადაც 12 000-ზე მეტი ლტოლვილი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა