პარლამენტთან მშობლებმა დისტანციური სწავლების გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს

საქართველოს პარლამენტთან მშობლებმა დისტანციური სწავლების გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ონლაინ სწავლება მათ შვილებზე უარყოფითად აისახება და სხვადასხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული, რის გამოც სასწავლო პროცესი სრულყოფილად არ მიმდინარეობს.

„სკოლებმა მომზადებისთვის ხარჯი გასწიეს, მშობლებმა შვილებს სასკოლო ნივთები უყიდეს. ჩვენი მოთხოვნაა გაიხსნას სკოლები და ბავშვებს სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. არსებული მდგომარეობით, 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს